სივრცის მოწესრიგება

2022 წელს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის FIABCI-Georgia-ს მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ პირველ გალა-დაჯილდოებაზე Prix d’Excellence Awards, თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, საერთაშორისო ჟიურის მიერ "ოქროს გამარჯვებულად" დასახელდა “სითი ინსტიტუტი საქართველო” (CIG).
კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო” ფუნქციონირებს 2015 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს ლიდერ საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაციას საქართველოში.
დაარსების დღიდან კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო” აქტიურად ახორციელებს სივრცითი და ურბანული დაგეგმარების მასშტაბურ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ყველა დონის სივრცის დაგეგმარების და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავებას (სივრცის დაგეგმარების გეგმები, გენერალური გეგმები, განაშენიანების გეგმები, განაშენიანების რეგულურების გეგმები, განაშენიანების დეტალური გეგმები). წლების განმავლობაში, კომპანია მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებს ახორციელებს როგორც ლოკალურ ისე რეგიონალურ დონეზე.

„სივრცის მოწესრიგება ჩვენთვის მის შეზღუდვას არ ნიშნავს; ეს ნიშნავს ქაოსის წესრიგად გარდაქმნას და ადამიანის კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას“
ხედვა
მდგრადი, ინკლუზიური, ადამიანსა და გარემოზე ორიენტირებული, გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული ქალაქებისა და რეგიონების განვითარება.

მისია
ჩვენი ხედვების შესაბამისად აქტიურად ვმუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:
- საქართველოში სივრცითი და ურბანული დაგეგმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის განვითარება
- რეგიონული და ურბანული უთანასწორობების შემცირება
- მდგრად და გარემოზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება
- ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა

ნდობა და აღიარება
"სითი ინსტიტუტი საქართველო" საქართველოს მუნიციპალიტეტების საიმედო პარტნიორია. ჩვენი ექსპერტიზა საფუძვლად უდევს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებების განვითარებას.
"სითი ინსტიტუტი საქართველომ" შეიმუშავა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (2015-2018); გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (2017–2019); ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმები (2023-2025); საგურამოსა და მიმდებარე დასახლებების სივრცითი განვითარების გეგმა (2023–2025).
ამჟამად, "სითი ინსტიტუტი საქართველო" მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე და ბათუმის სივრცითი დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის დოკუმენტებზე მუშაობს; ამასთან, "სითი ინსტიტუტი საქართველო", როგორც ამხანაგობის "სითი სტუდია 9" წევრი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის, ასევე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტებზე მუშაობს.

ორგანიზაციის მაღალი კომპეტენცია და სანდოობა ასევე განპირობებულია ევროპის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ქართულ რეალობაში დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები და ურბანული დაგეგმარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
2022 წელს, FIABCI-Georgia-ის მიერ ორგანიზებულ Prix d’Excellence Awards-ის პირველ გალა-დაჯილდოებაზე, თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ საერთაშორისო ჟიურის მიერ დასახელდა „ოქროს გამარჯვებულად“ და მიენიჭა "უძრავი ქონების ოსკარი". აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომის მკაფიო დადასტურებას.

თანამშრომლობა
ვთანამშრომლობთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ წრეებთან. ჩვემი მიზნებია:
- ინტეგრირებული მიდგომების დანერგვა სივრცის დაგეგმარებისა და ურბანული გამოწვევების გადასაჭრელად
- გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული სტრატეგიული დაგეგმარების უზრუნველყოფა
- მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ურბანული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა
