სერვისები და აქტივობები
ჩვენი საქმიანობის სფეროები
1. სივრცის დაგეგმარება, ურბანული და რეგიონული გეგმარება, სტრატეგიული დიზაინი
- ქვეყნისა და მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავება;
- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება: გენერალური და განაშენიანების გეგმების, განაშენიანების რეგულირების გეგმებისა და განაშენიანები დეტალური გეგმების შემუშავება;
- რეგიონული დაგეგმარების პროგრამებისა და პროექტების მომზადება;
- ინოვაციური ურბანული კონცეფციებისა და ალტერნატიული საპროექტო წინადადებების შემუშავება.
2. კვლევა, ანალიტიკა და მონაცემთა მეცნიერება
- ურბანული ობსერვატორია: ქალაქთმშენებლობით პროცესებზე მუდმივი დაკვირვება, მონიტორინგი და ურბანული დინამიკის სისტემური ანალიზი;
- ანალიტიკური ანგარიშების, სოციოლოგიური კვლევების, განვითარების გრძელვადიანი პროგნოზების მომზადება;
- გაეროს დასახლებათა პროგრამის (UN-Habitat) ქალაქის განვითარების ინდიკატორების ადაპტაცია, დანერგვა და მონიტორინგი.
3. ციფრული ტრანსფორმაცია და ურბანული ტექნოლოგიები
- ინტეგრირებული ქალაქთმშენებლობითი საინფორმაციო სისტემების (UIS) შექმნა და მართვა;
- GIS და სივრცითი მონაცემების მოდელირება: მოწინავე კარტოგრაფიული ანალიზისა და გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- ჭკვიანი ქალაქის (Smart City) გადაწყვეტილებები: ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირება ქალაქის ეფექტური მართვისა და მონიტორინგისთვის.
4. პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო და ექსპერტიზა
- სივრცითი ნორმატიული დოკუმენტებისა და რეგულაციების მომზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ქალაქთმშენებლობითი პროექტებისა და ნორმატიული აქტების დამოუკიდებელი აუდიტი და ექსპერტიზა;
- დაგეგმარების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
5. მოქალაქეთა მონაწილეობა სივრცით დაგეგმარებაში
- საჯარო შეხვედრებისა და ფოკუს-ჯგუფების ორგანიზება;
- დაინტერესებული მხარეების მონაწილეობითი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (co-design workshops) ინოვაციური და თანამედროვე მონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებით;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება;
- მონაწილეობის შეფასება და გავლენის ანალიზი.
6. ცოდნის გაზიარება
- საჯარო სექტორის თანამშრომლებისა და დარგის პროფესიონალების გადამზადება;
- საგანმანათლებლო მოდულებისა და პროფესიული პროგრამების შემუშავება;
- სივრცითი დაგეგმარების სფეროში ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
