გაიცანით ჩვენი გუნდი

გიორგი დადიანიძე
GIS სპეციალისტი;
საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი დადიანიძე არის GIS სპეციალისტი, რომელიც მუშაობს სივრცითი დაგეგმარებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საზოგადოებრივ გეოგრაფიაში (მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია).
მისი საქმიანობა მოიცავს სივრცითი მონაცემების მოდელირებასა და სიტუაციური რუკების მომზადებას, რაც აუცილებელია მასშტაბური
ინფრასტრუქტურული და რეგიონული პროექტებისთვის. მის პორტფოლიოში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუხრანის ველის, ფოთისა და ბათუმის სივრცით დაგეგმარების პროექტებს. გარდა ამისა, ჩართული იყო ურბანულ და სივრცით კვლევებში რუსთავის, წყალტუბოსა და თელავის სტადიონების პროექტებში.
