გაიცანით ჩვენი გუნდი

თემურ გუგუშვილი
რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სპეციალისტი
ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი
თემურ გუგუშვილი არის სოციოლოგი, მისი საქმიანობა მოიცავს მონაწილეობით ურბანულ დაგეგმარებას, სოფლისა და მთის განვითარებასა და მმართველობას. იგი ფლობს სოციოლოგიის დოქტორის ხარისხს და აქვს ათ წელზე მეტი აკადემიური და გამოყენებითი კვლევის გამოცდილება თემთა ჩართულობის, მდგრადი განვითარებისა და სოციალურ მეცნიერებებში ციფრული მეთოდების გამოყენების სფეროში.
სითი ინსტიტუტ საქართველოს ის 2018 წელს შეუერთდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ურბანულ დაგეგმარებაში მონაწილეობითი და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიდგომების წინსვლასა და ინსტიტუციონალიზაციაში. ამ წვლილმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა როგორც თავად ორგანიზაციის პრაქტიკა, ისე ზოგადად ამ სფეროს განვითარება საქართველოში. თემური თანამშრომლობდა საერთაშორისო ინსტიტუტების ფართო წრესთან, მათ შორის FAO-სთან, UNDP-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women), ასევე ისეთ აკადემიურ პარტნიორებთან, როგორებიცაა ბერნის უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოს ცენტრი და ინსბრუკის უნივერსიტეტი. მისი კვლევები მოიცავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ხოლო მიგნებები წარდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
