გაიცანით ჩვენი გუნდი

ირაკლი მაღლაკელიძე
ქალაქმგეგმარებელი
არქიტექტურის მაგისტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
არქიტექტორი, ურბანისტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) სპეციალისტი, მხატვარი. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2022 წლიდან და მას შემდეგ ჩართულია საქართველოს მასშტაბით არაერთი სივრცითი და ურბანული დაგეგმარების პროექტში. ძირითადი საქმიანობა მოიცავს როგორც ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შინაარსობრივ-ტექსტურ ნაწილზე მუშაობას, ისე ტექნიკურ, ანალიტიკურ და გრაფიკულ კომპონენტებზე, რაც აერთიანებს მონაცემთა ანალიზს, რუკების დამუშავებასა და ვიზუალური მასალების შექმნას.
მუშაობდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პროექტებში: „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება“, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოპორტი და სოფელი ახატანი და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება“, “ქ. ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება და განახლება”;
აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მუშაობდა კვლევითსა და ხედვის ეტაპებზე, შემდგომ კი კონცეფიაზე - ზონირების, რეგულაციებისა და სივრცითი შეზღუდვების ანალიზსა და რუკების მომზადებაზე. ასევე მონაწილეობდა იმ ღონისძიებების დაგეგმვასა და გრაფიკულად ასახვაში, რომლებიც პროექტების ფარგლებში, განსაზღვრული განვითარების ხედვისა და მიზნების შესაბამისად იყო შემუშავებული.
ამჟამად მუშაობს ქ. ფოთის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების დოკუმენტაციისა და მალთაყვის უბნის დეტალური განაშენიანების გეგმის მომზადებაზე. პარალელურად ჩართულია მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავებაში.
