/
ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი

ოთარი მჭედლიშვილი
გაიცანით ჩვენი გუნდი

ოთარი მჭედლიშვილი

ქალაქმგეგმარებელი, პროექტების კოორდინატორი

არქიტექტურის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სტუ-ს აფილირებული, ასისტენტ-პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ურბანისტი. ურბანული და არქიტექტურული კომპანია „კონსილიოს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ორგანიზაციის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ურბანისტი და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში ქალაქგეგმარების მიმართულებით - „თბილისი - ელიავას ბაზრობის სივრცითი და ქალაქგეგმარებითი კვლევა და ერევანი - კონდის ისტორიული უბნის რევიტალიზაციისთვის მრავალდარგობრივი კვლევა“. მისი მონაწილეობით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტია: ქ. გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება (ორივე ეტაპი), „მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოპორტი და სოფელი ახატანი და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება“, „ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება/განახლების (მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიის გათვალისწინებით) საპროექტო მომსახურება, მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროების და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარული დაცვის ზონი (სდზ) მეორე სარტყლის საზღვრების ცვლილების შესაძლებლობის შეფასების მიზნით, სარტყელში არსებული გაუნაშენიანებელი არეალების განაშენიანების შესაძლებლობის და მასშტაბის შეფასება“.

დღეისათვის, ოთარი მჭედლიშვილი ჩართულია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმდინარე პროექტებში: „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება“; „ქ. ფოთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება/განახლება (მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიის გათვალისწინებით)“, „მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება“;

ოთარი მჭედლიშვილი ასევე თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან, რომლის ფარგლებში მართავს ტრენინგებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისათვის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისა და არქიტექტურული პროექტირების შესახებ. იგი არის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებისა“ და „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ ექსპერტი.