/
ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი

იოსებ სალუქვაძე
გაიცანით ჩვენი გუნდი

იოსებ სალუქვაძე

ურბანული და სივრცითი განვითარების სპეციალისტი

პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი

პროფესორი, გეოგრაფი, ურბანისტი. საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტი. სადოქტორო აკადემიური პროგრამის - „ურბანისტიკა“ - ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა წლებში იყო ქალაქ თბილისის მერიის მიწის რესურსების სამმართველოს უფროსი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექ- ტებია: კარგი მმართველობის ინიციატივა: საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შედგენა საქართველოსათვის; გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება; გაეროს ჰაბიტატის „ახალი ურბანული დღის წესრიგის“ მომზადება; იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტუნარიანობის კვლევა; რეგიონული განვითარების პროგრამა - „საქართველოს საქალაქო დასახლებებისა და ურბანული ეკონომიკის კვლევა“ და სხვ. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.