გაიცანით ჩვენი გუნდი

მამუკა სალუქვაძე
კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი
ქალაქმგეგმარებელი, პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი
პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, ურბანისტი, ქალაქების ეკოლოგიის ექსპერტი. საქართველოში ურბანული განვითარებისა და სივრცის დაგეგმარების სფეროში წამყვანი ქალაქგეგმარებითი ორგანიზაციის “სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს თბილისის მერიაში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება თბილისის ურბანული განვითარების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებია: ქ. თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა; ქ. გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება; ქ. თბილისის ცენტრალურ რაიონში სატრანსპორტო გადატვირთვების ეფექტურობის ანალიზი; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული განვითარებისა და ინტეგრირებული გეგმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭოპორტისა და ახატანის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება; ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება.
დღესათვის, მამუკა სალუქვაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტები: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების დოკუმენტაციის შემუშავება; ქალაქ ფოთის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის და მალთაყვის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების/განახლების (მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიის გათვალისწინებით) პროექტი.
