/
ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი

ნათია კეკენაძე
გაიცანით ჩვენი გუნდი

ნათია კეკენაძე

მკვლევარი, პროექტების კოორდინატორი

საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნათია კეკენაძე საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. სადაც კითხულობს სოციოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის მეთოდების კურსებს. იგი "სითი ინსტიტუტი საქართველოს" გუნდში მკვლევრის და პროექტების კოორდინატორის პოზიციას იკავებს. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავებასა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

როგორც მკვლევარი, იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუციასთან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, Erasmus University Rotterdam-თან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა American Research Institute of the South Caucasus (ARISC), UNDP Georgia, Open Society Foundations, USAID, Rosa-Luxembourg Foundation (Germany) და Heinrich Boell Foundation.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მოქალაქეთა მონაწილეობისა და სივრცითი სამართლიანობის საკითხებს, ეთნიკური უმცირესობების, ქალების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კვლევის კონტექსტში.

ნათიას პროფესიული საქმიანობა მოიცავს მონაწილეობითი პრაქტიკებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმარების ხელშეწყობას, რათა ჩამოყალიბდეს ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი ურბანული და სასოფლო გარემო. მისი ჩართულობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში წარმატებით განხორციელდა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობითი ურბანული დაგეგმარების პროცესები.