ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავ
ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია "სითი ინსტიტუტ საქართველო" მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ძირითადად კვლევებს მოიცავდა.
ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბორჯომს სჭირდება კურორტის სტატუსის დაბრუნება და ამ მიმართულების გაძლიერება. მისი თქმით, კომპანიამ დამკვეთს შესაბამისი გეგმა 2025 წლის 5 მაისამდე უნდა წარუდგინოს, თუმცა არსებული პროცედურების გათვალისწინებით შესაძლოა ვადების ცვლილება მოხდეს.
